სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ასოციაციის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები რიგაში, რომლებიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრებთან ერთად, იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.
აღნიშნული შეხვედრების ძირითად თემატიკას წარმოადგენდა ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ჩართულობა ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონსულტაციებში და ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობებს შორის მოლაპარაკებების წარმოების ეფექტური მექანიზმები.
ვიზიტის დროს დაგეგმილი კონფერენციების გარდა, ლატვიის ყველაზე დიდი რეგიონის, ვიდზემეს, განვითარების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰარდის ვენტსთან გაიმართა შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისში, ლატვიის თვითმმართველობის ასოციაციის ორგანიზაციის ვიზიტის დროს დაიგეგმა და მისი მიზანს ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
შეთანხმებისამებრ, ჰარდის ვენტსი მიმდინარე წლის აგვისტოში ეწვევა იმერეთის რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროებისა და ერთობლივი სამომავლო პროექტების თემატიკა განსაზღვრება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |