სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისა და ლიცეუმის 14 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15 სექტემბერი, 2024
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისა და ლიცეუმის 14 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნისა და წუთიერი დუმილის შემდეგ, პირველ კურსელმა კადეტებმა, ფიცის დადების მსგავსად, კადეტთა მრწამსი წაიკითხეს.
 
კადეტებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ესწრებოდნენ.
 
კადეტთა ლიცეუმში სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაჯილდოვდნენ.
 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ახალი სასწავლო წელი, გასული წლების მსგავსად სიახლით დაიწყო. საზეიმოდ გაიხსნა ახალ ბიბლიოთეკა. კადეტებს ექნებათ კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ასევე ბეჭდური წიგნადი ფონდით.