სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

31 აგვისტო, 2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტყიბულში საქნახშირის საწარმოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
 
მთავრობის მეთაურმა მეშახტეებს ქალაქისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საწარმოში არსებულ შრომის პირობებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.
 
საწარმოში ამჟამად 1300-მდე ადამიანია დასაქმებული.
 
მთავრობის მეთაურმა დღესვე ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.