სიახლეები

საჩხერეში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს

29 აგვისტო, 2024
საჩხერეში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, პარიზის ოლიმპიადის პრიზიორებთან ერთად საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
 
ოლიმპიელებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საჩხერის მერმა ლევან ივანაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში პაატა კვიჟინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ.
 
3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით გადაეცა თანხა. ასევე, საჩუქრები გადაეცა პარიზის ოლიმპიადის მონაწილე სხვა ოლიმპიელებსაც.
 
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ მუსიკალური ნომრები შეასრულა.
 
ღონისძიება სასცენო ეფექტებითა და ფოიერვერკით დასრულდა.