სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ოლიმპიური ცეცხლი იმერეთში რჩება. ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავამ შეიტანა. ცეცხლი მოედანზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ აანთეს. ცერემონიას მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ქალაქში, ასევე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა და აღებული თანხა თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება. ქველმოქმედებას იმერეთის გუბერნატორიც შეუერთდა.
ოლიმპიური ცეცხლის შემობრძანებას შავი ლენტებით დახვდნენ ქუთაისშიც, ასევე გადაიდო საზეიმო ღონისძიებები. 24 ივნისს ოლიმპიური ცეცხლი ბაღდათისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს, 25 – ში კი იმერული ესტაფეტა სამტრედიაში დასრულდება. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში საბერძნეთიდან 26 მაისს შემოვიდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |