სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გორდმა მთის დღეებს უმასპინძლა

20 ივლისი, 2024
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე დაესწრო.
 
საფესტივალო ტერიტორიაზე მისულმა სტუმრებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა შემეცნებითი და გასართობი თამაშები, ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადდა ტრადიციული კერძები, ასევე შეფებმა სხვადასხვა კერძის მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.
 
„მთის დღეები 2024“ გორდში ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით“მთის დღეები“ მესამედ იმართება.