სიახლეები

ზვიად შალამბერიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

17 ივლისი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის - ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა“ შედეგებზე და მიმოიხილეს ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობები.
პროექტი განხორციელდა იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში (ხარაგაული, ხონი, ბაღდათი, წყალტუბო).
ხარაგაულში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდა სოფელ კიცხისა და იგორეთში სასმელი წყლის ჭაბურღილი, მუნიციპალიტეტში ასევე დაფინანსდა 2 ბიზნესიდეა. ხონში, სოფელ მათხოჯში მოეწყო დასასვენებელი სკვერი ფანჩატურითა და გარე განათებებით, სკამებით და ა.შ. ასევე დაფინანსდა 2 ბიზნესი, ხის სადურგლო საქმე სოფელ საწულუკიძეოში და ავტო ტექმომსახურების ბიზნესი. რაც შეეხება ბაღდათსა და წყალტუბოს, დაფინანსფა 2 ბიზნესიდეა.
პროექტის - მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში, დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, ფარგლებში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს, მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ საქართველოში მისია დაასრულა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.