სიახლეები

ფესტივალი ''იმერეთის ხმა'' გალა კონცერტით დაიხურა

8 ივლისი, 2024
ფესტივალი "იმერეთის ხმა" გალა კონცერტით დაიხურა.
 
"იმერეთის ხმა" სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით უკვე მე-10 წელია იმართება. პროექტის მიზანს ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფენომენის, პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალთა წარმოჩენა წარმოადგენს.
 
მუსიკალური საღამო წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ფორმატით იყო, შესრულდა დუეტები ბავშვებისა და პედაგოგების, ასევე ახალგაზრდებისა და ცნობილი მომღერლების მონაწილეობით.
 
ფესტივალის დახურვის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მომღერალი გიგა ჯალაღანია, პოეტი ნანა ცინცაძე, მუსიკათმცოდნე ნია ბახტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
მუსიკალური ფესტივალის "იმერეთის ხმა" დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან, კომპოზიტორი ნანა იამანიძე და სტუდია „იმერეთის ხმის“ ხელმძღვანელი ბექა ბაძნელაძე.
 
საიუბილეო ღონისძიება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მხადაჭერით ჩატარდა.