სიახლეები

ჟვანიას სკოლის პროგრამის „პროექტის მართვა“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

2 ივლისი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ჟვანიას სკოლის ერთობლივი პროგრამის „პროექტის მართვა“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.
 
პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად სერთიფიკატი გადაეცა 22 საჯარო მოხელეს. პროგრამის მონაწილეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ დააჯილდოვა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ჟვანიას სკოლის საქმიანობა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში სსიპ-ის მიერ შეტანილი წვლილი.
 
ღონისძიების ფარგლებში, დეტალურად ისაუბრეს ჟვანიას სკოლის რვამოდულიან პროგრამასა და მის მიზნებზე, ასევე სწავლებისას გამოყენებულ მეთოდიკასა და მიღებულ შედეგებზე.
 
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „პროექტის მართვა“ ჟვანიას სკოლამ შეიმუშავა და განახორციელა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაკვეთით 2024 წელს.