სიახლეები

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის განხილვა

1 ივლისი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
 
შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა და ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
 
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
დღეს საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების რწმუნებულები.
 
,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.