სიახლეები

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

22 ივნისი, 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
 
შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდა. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს.
 
მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.