გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის „ტყიბულის მთის ჩაი“ ჩაის პლანტაციას ესტუმრნენ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში წარმოების პროცესს გაეცნენ.
შ.პ.ს “ტყიბულის მთის ჩაი” დაფუძნდა 2017 წელს, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის “ქართული ჩაი”-ს ფარგლებში. რეაბილიტირებული ფართობი მოიცავს 19 ჰა, ასევე ისარგებლა ტექნიკური მხარდაჭერი პროგრამით (ბიოსერთიფიკატი);
შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ სოფლის განვითარების პროგრამების ბენეფიციარია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ „ქართული მთის ჩაი“ 19,1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა, ხოლო ტექნიკური დახმარების პროგრამით მიღებული თანადაფინანსებით ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დანერგა. კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე 2024 წლის ბოლოდან გეგმავს. კომპანიიის გეგმებშია საწარმოს ტერიტორიაზე ჩაის კულტურის ცენტრის შექმნა.
საქართველოს მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 3,5 მლნ ლარით დაფინანსებულია 1,708 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია. მათ შორის იმერეთის რეგიონში 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე. შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში ჩაის გადამუშავების მიზნობრიობით 10, 1 მლნ ლარის ღირებულების 63 სესხია გაცემული.