სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის პაატა ნადირაძის, მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელების შემადგენლობით პოლონეთის რესპუბლიკის კუიევო–პომორსკის რეგიონს სტუმრობდა.
აღნიშნული ვიზიტი პროექტ "პარტნიორობა დემოკრატიული განვითარებისათვის – Inter-EKiP 2015" – ის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივი პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დააფინანსა და მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალურ, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში.
აღნიშნული ვიზიტის მთავარ თემას რეგიონსა და სხვადასხვა ქალაქებში არსებული სოციალური პროგრამებისა და სერვისების გაცნობა წარმოადგენდა და ასევე, პოლონური გამოცდილების გამოყენება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სოციალური პროგრამებისა და სერვისების დაგეგმარების პროცესში.
ვიზიტის ბოლო დღეს კუიევო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორთან პიოტრ ცოვბესკისთან შედგა შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ახალი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების საჭიროება. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, პოლონური მხარე 10 დღით უმასპინძლებს 20 ბავშვს იმერეთიდან, იგეგმება ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის ტურნე პოლონეთში. კუიევო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორი კი პოლონელი ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად, ივლისის თვეში ეწვევა იმერეთს.
ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმერეთის დელეგაციის მეორე ვიზიტი პოლონეთში მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს დაეთმობა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |