სიახლეები

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ვანში დაფნის გადამამუშავბელი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნენ

20 ივნისი, 2024
იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ვანში დაფნის გადამამუშავბელი საწარმო დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს და მოისმინეს საჭიროებები.
 
ვანის მუნიციპალიტეტში სოფელი ბზვანში, შპს „ქართულ დაფნა“-ს კომპანიის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით.
საწარმოში სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.
 
აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს.
 
საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 6 მლნ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
 
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 269 საწარმოს შექმნა.