სიახლეები

ცხრაჯვარზე ტყიბულის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა

18 ივნისი, 2024
ცხრაჯვარზე ტყიბულის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა.
 
ზღვის დონიდან 1569 მეტრ სიმაღლეზე, საგანგებოდ საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში, ჰიმნი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლ “სულიკოს“ და ტყიბულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „ერთას“ შესრულებით გაჟღერდა.
 
ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი, ნუგზარ ერგემლიძეა. ჰიმნის შექმნის იდეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩერქეზიშვილს ეკუთვნის.
 
ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი, ანსამბლ ,,ივერიის“ წევრები, სასულიერო პირები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.