სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.
იმერეთი ევროპის რეგიონების უდიდესი ქსელის სრულუფლებიანი წევრი 2017 წელს გახდა.
ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი პროექტების მომზადება და გამოცდილების გაზიარება რეგიონთა ინტერესების გათვალისწინებით.
სამიტის ფარგლებში ბელგიის, ჰოლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, უკრაინის, კვიპროსის, ალბანეთის, ბელგიის და ასამბლეის წევრი სხვა ევროპული სახელმწიფოების რეგიონების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 35 სახელმწიფოს 270 რეგიონულ ხელისუფლებასა და 16 რეგიონთაშორის ორგანიზაციას.