სიახლეები

ქუთაისში, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპი გაიმართა

2 ივნისი, 2024
betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში ქუთაისში, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპი გაიმართა.
 
საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპი გიორგი კოდუას გამარჯვებით დასრულდა. მან ფინალში სამსონ წიქარიშვილი დაამარცხა, მე-3 ადგილზე კი გიორგი გრიგალაშვილი გავიდა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საუკეთესო დრიფტერი დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
 
ქუთაისის რკინიგზის სადგურთან, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა საზოგადოებას სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს.
 
აღნიშნული ღონისძიება betlive Racing Season-ის ფარგლებში BMW Club Georgia-მ ჩაატარა.