სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, აპარატის უფროსი გოჩა გაბუნია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იუზა უგულავა და ქუთაისის ვიცე–მერი კოტე ქავთარაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ქუთაისში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. პირველ ეტაპზე შანდონგის პროვინციიდან ჩამოსული ჩინელი ბიზნესმენები ქალაქში 200 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ, რომლის ფარგლებშიც ლიფტების საწარმო და ცემენტის ქარხანა აშენდება. მშენებლობის ადგილის შერჩევის შემდეგ საწარმოების მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.
"შანდონგის პროვინცია ეკონომიკური პოტენციალით მესამე ადგილზეა ჩინეთში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროვინციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქუთაისით, სადაც რამდენიმე მილიონიანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. რაც ყველაზე მთავარია, ქალაქში 1000 – ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |