სიახლეები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა

1 ივნისი, 2024
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტირებული ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა.
 
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ფასადი, ასევე, ჩატარდა შენობის შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია.
 
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისი საერთო ღირებულება 310 000 ლარია.
 
ცენტრის განახლებულ დარბაზში ღონისძიება მოეწყო, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის გავითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ყოფილი დირექტორები.