"რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება იმერეთში.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 13:00 საათზე, დავით აღმაშენებლის მოედნიდან დაიწყო.
ღონისძიებებს დაესწრო: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“; ღია კინო-თეატრი; საბავშო სპორტული შეჯიბრებები;
ასევე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტი.
17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს, ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით შეასრულებს.
საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები მონაწილეობს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.