სიახლეები

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი, 2024
"რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება იმერეთში. 12-ვე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
 
ბაგრატის ტაძარში, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
 
ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი.
 
,,ვულოცავ საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკოდებლობის დღეს, ვუსურვებ წარმატებას და ეფექტურ წინსვლას ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნა მთელი ქვეყანა დღევანდელ დღეს ზეიმობს და ზეიმობს იმერეთი. თორმეტივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები. განსაკუთრებით წელს, ჩვენ აღვნიშნავთ ქუთაისში და ხონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ საზეიმო განწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურისა და ჯადაცვის სამინისტროებს. აღნიშნული უწყებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ძალიან საინტერესო ღონისძიებებს შესთავაზებენ ჩვენს თანამოქალაქეებს და ვფიქრობ, მთელი დღე საინტერესოდ დატვირთული იქნება ზოგადად იმერეთში“-ზვიად შალამბერიძე.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დავით აღმაშენებლის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.