სიახლეები

,,ქუთაისქალაქობა 2024”

2 მაისი, 2024
ქუთაისი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი 3500 წლიანი ისტორიით და ევროპული ღირებულებებით. დღეს, ამ ევროპული ქალაქის დღესასწაულია.
 
,,ქუთაისქალაქობა 2024” ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო. ბაგრატის ტაძარში, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა სადღესასწაულო წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა.
 
სადღესასწაულო ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
,,დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დღესასწაულს - ,,ქუთაისქალაქობას” კიდევ, უფრო მეტი სიამაყით, სიამაყით, რომელიც თითოეული ქართველის გულში მას შემდეგ არის, რაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ, ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ის გზა, რომელიც ერთადერთია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არის ევროპისკენ მიმავალი, იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მხარისთვის. მჯერა, მალე ვიზეიმებთ ,,ქუთაისქალაქობას”უკვე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით” - ზვიად შალამბერიძე.
 
დღესვე ,,სამი ოთარის” ძეგლის პატივგება მოხდა.
 
,,ქუთაისქალაქობა 2024”-ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.