სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი "ორიონი" გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში თერაპიული კაბინეტები ამოქმედდა. განახლებული ინფრასტრუქტურა ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს. ასევე, დაგეგმილია ,,ორიონის” მასწავლებელთა გადამზადება პოლონეთის რესპუბლიკაში.
სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს" საქართველოში ანალოგი არ აქვს. ცენტრის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად პავლიკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |