სიახლეები

ქუთაისში შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

15 აპრილი, 2024
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს და დაათვალიერეს.
 
მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება.
 
შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას.