სიახლეები

ქუთაისის სპორტის სასახლეში, საერთაშორისო ტურნირი ტაიკვონდოში გაიხსნა

13 აპრილი, 2024
ქუთაისის სპორტის სასახლეში, საერთაშორისო ტურნირი ტაიკვონდოში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. იმერეთის ღია ჩემპიონატში 350-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის მონაწილეები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.
საერთაშორისო ტურნირის ოფიციალურ გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ტაიკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ტურნირში ყველა კატეგორიისა და ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს. იმერეთის ღია ჩემპიონატი 14 აპრილს დაიხურება.