სიახლეები

მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს

4 აპრილი, 2024
მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მოწყობაა გათვალისწინებული.
 
მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
 
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ასფალტის ახალი საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
 
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96 309 127 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ძირულა-მოლითის მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.