სიახლეები

ზესტაფონი მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

18 მარტი, 2024
ზესტაფონის სპორტის სასახლე მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
 
აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 190 სპორტსმენი მონაწილეობს.
 
ჩემპიონატი დღეს საზეიმო ცერემონიით გაიხსნა და მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრივის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
საქართველოს ჩემპიონატში ვაჟებთან ერთად გოგონებიც ასპარეზობენ. სპორტული შეჯიბრი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და წარმატებული სპორტსმენები სპეციალური სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.
 
გამარჯვებული სპორტსმენებით კი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც სამომავლოდ იტალიის ქალაქ, ასისში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.