სიახლეები

ოლიმპიური ცეცხლი ჭიათურაშია

19 ივნისი, 2015

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ოლიმპიური ცეცხლის შემოტანას ცოცხალი ჯაჭვით შეხვდა. ცოცხალი ჯაჭვი მთლიანად მოეწყო იმ პერიმეტრზე, სადაც ოლიმპიურმა ცეცხლმა გაიარა. ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ვეტერან ჭიათურელ სპორტსმენს რაინდი აბრამიშვილმს ერგო. ჩირაღდანის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ცერემონიალში სულ ექვსმა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა, მეხუთე მეჩირაღდნე იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია იყო.

ფინიშის ხაზთან ოლიმპიურ ცეცხლს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე დახვდნენ. ცეცხლის შემოსვლა ადგილობრივებს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს.

ჭიათურის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.