სიახლეები

ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

26 თებერვალი, 2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისა და ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
 
მსმენელებმა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, პიანისტ როკას ბუზოვასისა და სონატა ზობოვიენეს საფორტეპიანო შესრულება მოისმინეს.
 
მუსიკალურ საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაესწრნენ.
 
წარმოდგენილი იყო ლიეტუველი ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის ჩურნიონისის შემოქმედება, რომლის შვილიშვილიც გახლავთ როკას ზუბოვასი.