დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა
23 თებერვალი, 2024
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა.
ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი დაათვალიერეს.
ქუთაისის ლაბორატორიაში ცოფის დაავადების კვლევის მეთოდის დანერგვა საშუალებას იძლევა დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები.
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.