განახლებული სივრცე დღეს გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დღესვე, სიმბოლურად სამუსიკო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე, საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებში მონაწილეობისა და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა.
რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 1 341 758 ლარია.
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა მზადაა ნებისმიერი დონის საერათოშორისო მუსიკალური ღონისძიების ჩასატარებლად.