სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურთან ერთად, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულების ვადები განიხილეს.
ვიცე–გუბერნატორმა განსაკუთრებული მადლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადაუხადა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები ყველაზე სწრაფი ტემპით ხორციელდება. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია პროექტირების სამუშაოები და ორ თვეში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ყველა პროექტი დასრულდება.
მსგავსი ტიპის შეხვედრები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით სისტემატურად იმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |