სიახლეები

ზვიად შალამბერიძეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯილდო გადაეცა

26 დეკემბერი, 2023
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა იმერეთის რეგიონში ოლიმპიურ მოძრაობის მხარდაჭერის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა იმერეთში სახელმწიფო რწმინებულს ზვიად შალამბერიძეს.
 
ზვიად შალამბერიძის ხელმძღვანელობით 2023 წელს იმერეთის რეგიონში მრავალი მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო მასობრივი სპორტის და ოლიმპიზმის პოპულარიზაციას.
 
როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, იმერეთი ამ მხრივ სამაგალითოა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი კი მართლაც მდიდარი ტრადიციების სპორტული ქალაქია. სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს სპორტული პროექტების მხარდაჭერისთვის, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
 
შეხვედრის დასასრულს ოლიმპიურ მუზეუმში სეოკ-ის ხელმძღვანელები სტუმართან ერთად შეხვდნენ საქართველოს მინდვრის ჰოკეის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს.
 
აღსანიშნავია, რომ მინდვრის ჰოკეის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრთა უმრავლესობა სწორედ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.