სიახლეები

ქუთაისში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალი გაიხსნა

22 დეკემბერი, 2023
აკადემიაში ამ ეტაპზე 179 მოსწავლე ირიცხება. დღეს მოსწავლეებისთვის სასწავლო გრანტის გადაცემისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
 
სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია რობოტიკის, პროგრამირებისა და სამეწარმეო უნარების მიმართულებით ახორციელებს სასწავლო პროგრამებს.
 
პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით 240-ზე მეტ ქალაქში ხორციელდება. ჯამში 50 000-ზე მეტი მოსწავლე გადამზადდება მომავლის ტექნოლოგიურ ლიდერებად.
 
აკადემიის პროგრამები ოფიციალურადაა აღიარებული ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ, ასევე მინიჭებული აქვს ევროკომისიის წარჩინების სერტიფიკატი.
 
წელს, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო გუნდს და პირველად სწორედ ქალაქ ქუთაისში გაიხსნა სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალი, რის შემდეგაც ფილიალები გაიხსნება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.