სიახლეები

სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2სა” და USAID - ის წარმომადგენლობას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

23 ნოემბერი, 2023
სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2სა” და USAID - ის წარმომადგენლობას შორის, პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
 
პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
კოლეჯი ,,კონსტრუქტ2” იმერეთის მასშტაბით პირველია, რომელიც მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამას განახორციელებს.
 
USAID -ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში, ,,კონსტრუქტ2”-ს უკვე აქვს ნახევარმილიონიანი გრანტი. პროექტის მთავარი მიზანია, მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამა, რომელიც 2024 წლიდან დაიწყება, 200-მდე პროფესიონალ კადრს მოამზადებს სამშენებლო სფეროს შრომის ბაზრისთვის.
 
მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამის განხორციელებით, ,,კონსტრუქტ2” ქმნის ახალ, მაღალი ხარისხის, ავტორიზებულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს:
 
1. ერთ მომზადების ოთხთვიან პროგრამას - მძიმე ტექნიკის ოპერატორი;
 
2. სამ გადამზადების ერთთვიან სასწავლო მოდულს, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი ოპერატორებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: ჰიდრავლიკური ექსკავატორის ოპერატორი, აუტო-გრეიდერის ოპერატორი, სატვირთველის ოპერატორი.
 
პროგრამები შეიქმნება საერთაშორისო პრაქტიკის, სამუშაო საჭიროებებისა და სფეროს მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდება ახალი მიდგომებითა და პრაქტიკით - მძიმე ტექნიკის სიმულატორებით. სიმულატორები უზრუნველყობს სტუდენტების ყველა საჭირო უნარით აღჭურვას და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.