ევროკომისიამ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს.
დღევანდელი დღე არის სამთავრობო გუნდის დამსახურება, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითოეულმა წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ღირსეულად იმუშავა.
ეს პერიოდი იყო რთული, ძალიან დატვირთული, დაბრკოლებებითა და წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ ამ ბრძოლაში საქართველომ ხალხთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვა.
ევროკავშირის გვერდით დგომით ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან.
მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს − ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ყველა პარტნიორს, ვინც ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, ქართველ ხალხს და სახელისუფლებო გუნდს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ღირებულებებით მიიწევს წინ, ევროპისკენ!