სიახლეები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 90 წლის იუბილე და მეტალურგის დღე საზეიმოდ აღინიშნ

1 ნოემბერი, 2023
ღონისძიება უცვლელი ტრადიციით, ყველა ფეროელისა და ქართული მეტალურგიისათვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების, გიორგი ნიკოლაძის სკვერიდან დაიწყო. იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, ეპარქიის წარმომადგენლებმა და ქარხნის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის მონუმენტი.
 
იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქარხნის ტერიტორიაზე ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც ფეროშენადობთა ქარხნის დირექტორის, გოჩა ქურდაძისა და ჯუმბერ ხანთაძის თანაავტორობით გამოცემული წიგნის, “საქართველოში მანგანუმის მოპოვებისა და ფეროშენადნობების წარმოების ისტორიის” პრეზენტაცია გაიმართა.
 
პირველ საამქროში, ისტორიულ ადგილას, სადაც 1933 წლის 30 ოქტომბერს პირველი ქართული ფეროშენადნობის დნობა განხორციელდა, ქარხნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წარმატებულ მეტალურგებს მადლობის სიგელები და მედლები გადაეცათ.