სიახლეები

ქალაქ თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

6 ოქტომბერი, 2023
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ ადგილზე დაათვალიერეს, აღსაზღდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარამტებული წელი უსურვეს.
 
პროექტის ფარგლებში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
 
აღნიშნული პროექტის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფონდის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ღირებულება 2 243 845 ლარს შეადგენს.