სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ჩირაღდანი საზეიმო ვითარებაში პირველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აანთო, შემდეგ კი ეტაპობრივად დანარჩენ ხუთ მეჩირაღდნეს გადაეცა. დანიშნულების ადგილამდე ოლიმპიური ცეცხლი ბოლო მეჩირაღდნემ, მსოფლიო ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ მიიტანა.
ცეცხლს საჩხერეში ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ, რომლებსაც ისტორიული მოვლენა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარიაც ესწრებოდნენ.
ოლიმპიურ ცეცხლს საჩხერეში, თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, შავი ლენტებით დახვდნენ, ასევე გაუქმდა საზეიმო კონცერტიც, რომელიც მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.
საჩხერის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. ოლიმპური ცეცხლი იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |