სიახლეები

ზვიად შალამბერიძე ჩინეთში გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

21 სექტემბერი, 2023
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთში შეხვედრა გამართა გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე და სამამოვლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
 
შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ უნივერსიტეტის კამპუსები და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა.
 
გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტი (GMU) ფლობს 18 სასწავლო ერთეულს, 13 სკოლასა და 5 განყოფილებას, სადაც სტუდენტები იღებენ უწყვეტ განათლებას მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით.
 
მუდმივად გაუმჯობესებული სწავლებისა და კვლევის კომპეტენციით, GMU ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ჩინეთში. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი თანამშრომლობს აშშ-ს, შვედეთის, იაპონიის და სხვა 9 ქვეყნის ცნობილ უნივერსიტეტებთან.