ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე რამდენიმე საწარმოს ესტუმრა, მათ შორის დაათვალიერა სამშენებლო კომპანია (Guizhou Highway Engineering Group Co., Ltd), რომელიც საქართველოში ავტობანის მშენებლობას ახორციელებს.
ზვიად შალამბერიძეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე ესაუბრა იმ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის საქართველოში.
აღნიშნული კომპანია სრულად არის სახელმწიფო საკუთრებაში. მას უმაღლესი ხარისხის კვალიფიკაცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით: მაგისტრალის საინჟინრო მშენებლობისა და დიზაინის, ურბანული სამუშაოების მშენებლობის, ხიდის ინჟინერიის სპეციალიზებული კონტრაქტის, ასევე გვირაბის ინჟინერიის, გზატკეცილის საფარისა და ავტომაგისტრალის საძირკვლის ინჟინერიის კუთხით.
კომპანია 60 წელზე მეტია დაკავებულია მაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობით.
გუიჯოუში ინტენსიური ბიზნესის დაფარვის გარდა, კომპანიამ ასევე გააფართოვა თავისი ბიზნესი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩინეთის ოცზე მეტ პროვინციაში, მუნიციპალიტეტში და ავტონომიურ რეგიონში. ბოლო წლებში იგი ასევე ახორციელებს სამშენებლო პროექტებს უცხო ქვეყნებში.