იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში, კერძოდ გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა.
იმერეთის მხარის გუბერნატორი გუიჯოუს პროვინციის გუბერნატორს ლი პინგძიუნის, მის მოადგილეს ცაი ჩაოლინის, პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს თაო ფინგშენგის და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში, რომელიც ხელს შეუწყოს საერთო კეთილდღეობას.
,, ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთ - საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ნათელი მაგალითია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა, სადაც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველო აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას. ჩვენ მზად ვართ მრავალი მიმართულებით სათანამშრომლოდ.
რაც შეეხება ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთში, ეს კონკრეტულად იმერეთისთვის არის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა რეგიონის განვითარებისთვის. მიმაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი იქნება კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გუბერნატორი ალკოჰოლური სასმელების მე-12 გამოფენას დაესწრო, რომელიც თავისი მასშტაბით ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და მზარდია. გამოფენაზე იმერული ღვინის ასოციაციამ წარმოადგინა იმერული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.