სიახლეები

ქუთაისში სასტუმრო ,, გელათი რეზიდენსი'' გაიხსნა

14 ივლისი, 2023
ტურისტული ნაკადის ზრდისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით კერძო სექტორის რიცხვი ბაზარზე იზრდება.
 
ქუთაისში რეგისტრირებულ სასტუმროებს კიდევ ერთი შეემატა. დღეს ოფიციალურად გაიხსნა სასტუმრო ,, გელათი რეზიდენსი”. აღნიშნულ სასტუმროში 32 ნომერია განთავსებული.
 
ახალ ობიექტზე 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
 
სასტუმრო ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე, მომხმარებლის კომფორტზე და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფაზე.
 
ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმი დინამიურად ვითარდება საქართველოში და შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება განთავსების საშუალებების რაოდენობა. მომსახურების ხარისხი კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული სასტუმრო ბიზნესისთვის.