სიახლეები

ბაღდათში სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა

14 ივლისი, 2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა.
 
ახალი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს.
 
აღნიშნული საწარმო, რომელიც შ.პ.ს. "ახალი ზეკარი"-ს სახელწოდებით ფუნქციონირებს, ჩირის, წვენისა და ღვინის წარმოებაზე არის ორიენტირებული.
 
საწარმოს ფუნქციონირება, როგორც სოფელ ობჩისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისად დაიწყო სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია.
 
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, სოფელ პირველ ობჩაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგროკრედიტით აშენდა.