სიახლეები

ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა

7 ივლისი, 2023
ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.
 
ფოლკლორის სასახლის წინ ანსამბლის ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
დღესვე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა.
 
ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლს ათეული წელია ხალხური სიმღერის ასევე, ქორეოგრაფიის პოპულარიზაციასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.