სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე - მიმღები.
გამშვები ბაზიდან საჩვენებელი დაშვება მოეწყო, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,ჯომარდობა რიონზე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ კიდევ, უფრო გაგვეუმჯობესებია ის პირობები, რასაც აქამდე სთავაზობდა ქუთაისი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ, შევძელით აგვეშენებინა ახალი გამშვები და მიმღები შენობები, რაც ვფიქრობ, უფრო გააუმჯობესებს პირობებს და სპორტის ამ სახეობას მეტად პოპულარულს გახდის დაინტერესებული პირებისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
ჯომარდობის ბაზის მოწყობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ იმერეთში ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული და განხორციელებული.