სიახლეები

პროექტი - ''საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში''

19 ივნისი, 2023
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში თემაზე - "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა.
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
 
ტრენინგის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის ექსპერტი - გვანცა მეუნარგია.
 
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ: მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, იურისტები, კომუნიკაციების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები.