სიახლეები

17-18 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობ

17 ივნისი, 2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მესამე ფესტივალი იმერეთში იმართება.
 
ფესტივალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
წელს იმერეთიდან „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, ფერსვის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს.
 
„გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.
 
ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყო კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტო ზონები. გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი უკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით.
 
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
 
“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
 
ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.