სიახლეები

ქუთაისში, საქართველოს დამსახურებული არტისტის ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

16 ივნისი, 2023
ქუთაისში, საქართველოს დამსახურებული არტისტის ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
 
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
ლამარა ვაშაკიძე 65 წელია მესხიშვილის თეატრის მსახიობია და მას 150-მდე როლი აქვს შესრულებული. საიუბილეო საღამოზე კოლეგებმა არტისტის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა და მისი როლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
 
ლამარა ვაშაკიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერია.