სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ სემინარზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მინისტრმა ტრენინგის ძირითადი თემატიკა და მიზნები გააცნო; თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობზე, მიღწეულ შედეგებსა და დასახულ გეგმებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად. ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ასევე ხაზი გაესვა ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესებში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელმა ბესარიონ ბოხაშვილმა.
ტრენინგ-სემინარი კულტურულ კომპონენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან 35 ახალგაზრდა პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიას ნაკრძალს ეწვია.
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა.